Saturday, April 28, 2012

კლიმატი

ამინდის ფორმირებას ძირითადად განაპირობებს სუბ­ტრო­პი­კულ და ზომიერ განედებში განვითარებული, მაღალმთიანი სისტემების ზე­გავ­ლე­ნით გარდაქმნილი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გადმონაცვლებული ჰა­ე­რის მასები. მდ. ალაზნის ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გახსნილობისა და დანარჩენი მხარეებიდან მთებით ჩაკეტილობის გამო, აქ გაბატონებულია ხე­ო­ბის გასწვრივ _ ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი მი­მარ­თუ­ლების ჰაერის მასები. ხეობის თავისებური ჩაკეტილობის შედეგად, აქ ქარის სიჩ­ქარე დიდი არ არის.
დასახელებული პროცესების ზეგავლენით ტერიტორია ხა­სი­ა­თ­­­დება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცი­­ვი ზამ­თრით.
მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2050 საათს აღწევს. მზის ჯამო­ბ­რი­ვი რადიაცია მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს უფრო ნაკლებია, ვიდრე მარჯვნივ. ჯამური რადიაციის წლი­ური მნიშვნელობა 120 კკალ/სმ2, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 97 კკალ/სმ2 შეად­გენს. პირდაპირი რადიაციის ჯამი 51 კკალ/სმ2, ხოლო გაბნეული – 46 კკალ/სმ2.
საშუალო წლიური ღრუბლიანობა 50-55%-ია. ყურძნის მარცვლების ფორმირებისა და სიმწიფის პერიოდებში ცის თაღის ღრუბლებით დაფარულობა დიდი არ არის (18-20 დღე), ხოლო მოწმენდილი დღეების რაოდენობა ზომიერია (15-16 დღე).
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,50-ს უდრის. უცივესი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +1,00-ია. უთბი­ლესი თვეების – ივლისისა და აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,60 აღწევს. ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა უთბილეს თვეებში 8,5 – 9,50, ხოლო სექტემბერში 80-ზე მაღალი არ არის. წლიური ამპლიტუდა კი 230 აღწევს.
ჰაერის წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო _ 110ჩ, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი – 230 აღწევს. 10 წელიწადში ერთჯერ მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა -160-მდე დაეცეს.
აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 350-ია, ხოლო აბსოლუტური მაქ­სი­მუ­მი  380. აქ ვაზის  ზრდა-განვითარებისათვის საზიანო მა­ღა­ლი (> 380) ტემპერატურა მცირე ალბათობით 5 %  წლებს არ აღემატება.

No comments:

Post a Comment