Monday, May 7, 2012

პრეზენტაცია.

<iframe src="https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/presentation/embed?id=1fZrfEM-rl7RXU5ep5_2xp5VcCkArvT_yAbmpx2vlC2U&start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="960" height="749" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>

Friday, May 4, 2012

სოფელი შილდა


View კახეთის რუკა in a larger map

ნეკრესის ტური


View კახეთის რუკა in a larger map

ყვარლის ტბა


View კახეთის რუკა in a larger map

ყვარელი


View კახეთის რუკა in a larger map

ნაციონალური პარკები

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში, ზღვის დონიდან 150-750მ.-ზე მდებარეობს. მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს, ბუნების ძეგლებს - "არწივის ხეობას", "ტახტითეფას ტალახის ვულკანებს", "ჯუმას ჭალებს".
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1946 წელს. მისი ფართობი 8034 ჰა-ია. ჰავა ზომიერია. საქართველოში არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა შეინიშნებოდეს. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს. აქ დაცულია უნიკალური საკმლისხიან - ღვიიანი ქალწულებრივი ტყე. ღვიიანი ფარმაციის შემქმნელი სახეობებია ხემაგარი ღვიარები - შავი ღვია და მრავალნაყოფი ღვია. ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი მცენარეები: ქართული კოწახური, ველური ბროწეული, ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა. აქ ვხვდებით მესამეული პერიოდის რელიქტის - თურანულას ერთადერთ სამყოფელს საქართველოში.
ბინადრობს დათვი, აფთარი, ფოცხვერი, მგელი, გარეული ღორი, ქურციკი, ლელიანის კატა, მაჩვზღარბა, სვავი, ორბი, ბექობის არწივი, ფასკუნჯი, სარსარაკი, შავი ყარყატი, კაკაბი; რამდენიმე წლის წინ მეცნიერთა ჯგუფმა წინააზიურ ლეოპარდს მიაკვლია.
გვხვდება სტეპისთვის დამახასიათებელი იშვიათ ფრინველთა სახეობები - სავათისა და სარსაკის გუნდები. ეს ფრინველები ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი.
მრავლად არიან მწერები, ნაკრძალის ტერიტორიაზე შვიდასამდე მწერია აღრიცხული. ვხვდებით ქვეწარმავლებსაც. ნაკრძალის ტერიტოტიაზე ბინადრობს ხმელთაშუა ზღვის კუ, გრძელფეხა სცინკი, თვალტიტველა ხვლიკი, გველები -აზიური მახრჩობელა, ოთხზოლიანი მცურავი, ანკარა, გიურზა. ეს უკანასკნელი საქართველოს ფაუნაში გავრცელებული ერთადერთი გველია, რომლის შხამი ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ვაშლოვანის ნაკრძალი გამოირჩევა მაღალი ესთეტიკური ღირებულებების ლანდშაფტებითა და ნათელი ტყით.
დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი. გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25114 ჰექტარია. ჰავა მშრალი და ზომიერია. ვაშლოვანის ეროვნული პარკი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიასთან ერთად მოიცავს ნაკლებად სახეცვლილ ბუნებრივ ეკოსისტემებს. დააცულია ავშიან - ჩარანიანი ველები, საკმლისხიან - ღვიიანი კორომები, ალაზნის ჭალები და მთისწინების რცხილნარ - მუხნარები.
პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს დათვი, ფოცხვერი, წავი, გარეული ღორი, აფთარი, მგელი, შევარდენი, კოლხური ხოხობი, ბულბული.
გადაადგილება შესაძლებელია ფეხით, ცხენით, ნიჩბიანი ნავით და მანქანით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.

ტურიზმი

კახეთს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მხარე მდიდარი და მრავალფეროვანია როგორც ბუნებრივ-კლიმატური, ასევე კულტურულ-ისტორიული რესურსით.
კახეთის ტერიტორიაზე 8 სახის ლანდშაფტს ვხვდებით: ტყის, ველის, ნახევრადუდაბნოს, კავკასიური საშუალო მთის, ამიეკავკასიის ქვედა და საშუალო მთის ტყის, კავკასიონის მაღალი მთის სუბალპურ და ალპურს. იშვიათი ლანდშაფტები, ბუნების ძეგლები, ფლორა და ფაუნის ენდემური ჯიშები ნაკრძალებსა და აღკვეთილებშია დაცული (თუშეთის, ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ბაწარა-ბაბანეურისა და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალები).
მათ ბაზაზე შექმნილია ნაციონალური პარკები, სადაც ტურისტს ბუნებასთან ურთიერთობის საშუალება ეძლევა. დაცული ტერიტორიები მეცნიერთა ინტერესებსაც წარმოადგენს. აქ განვითარებულია როგორც ეკოტურიზმი, ასევე სამეცნიერო ტურიზმიც. რეგიონი რბილი კლიმატით გამოირჩევა.
კახეთში მრავლადაა ისტორიული ძეგლები, საკულტო თუ რელიგიური ნაგებობები, ისტორიული ქალაქები. დღეს მიმდინარეობს მათი რეკონსტრუქცია-რესტავრაცია. ეკლესია - მონასტრებში აღდგენილია სამონასტრო ცხოვრება. ისტორიული ქალაქების ბაზაზე იქმნება ტურისტული ცენტრები, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქი სიღნაღი. საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის მეშვეობით მიმდინარეობს სიღნაღის ძველი უბნების რეაბილიტაცია: XVII-XIX სს. ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობების ფასადების რესტავრაცია, ნაწილი მათგანის რეკონსტრუქცია, სახურავების წითელი კრამიტით გადახურვა, ქვაფენილებისათვს პირვანდელი სახის დაბრუნება. იგეგმება ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის მუზეუმის მშენებლობა. სიღნაღთან ახლოს მდებარე სოფელ ბოდბეში, ქართველთა გამქრისტიანებლის - წმინდა ნინოს სახელობის მონასტერიეს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება "გაქრისტიანების მუზეუმი". მთელს ქალაქში თავიდან იქნა გაყვანილი ევროსტანდარტების საერთო ინფრასტრუქტურა.
მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ასევე ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ.წ.აღ-დე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში.
ღვინის გასინჯვა შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველი ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის დეგუსტაცია და ასევე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება, ხშირად ხალხური სიმღერების ფონზე.
ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი. ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის. ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოს ინტერესი საქართველოსადმი, რამაც განაპირობა ქვეყანაში და მათ შორის კახეთშიც ტურისტთა შემოსვლების გაზრდა: 2004-2006 წწ. ვიზიტორთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა. მოთხოვნილებამ განაპირობა ადგილობრივი ტურისტული წარმოების გაზრდა. მიმდინარეობს სასტუმროებისა და კვების ობიექტების მშენებლობა, ძველის მოდერნიზაცია; დაარსდა ტურისტული კომპანიები, შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების სპორტული, კულტურული და გასართობი დაწესებულებები. ყოველწლიურად კახეთი უფრო და აუფრო საინტერესო ტურისტული რეგიონი ხდება.


კახეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგია 2009-2014

კახეთის ეკონომიკის წამყვან დარგს, მოსახლეობის შემოსავლის მთავარ წყაროს და მხარის მრეწველობის სანედლეულო ბაზას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.
აქ განირჩევა ორი მთავარი ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონი:
1. შიდა კახეთი - მდ. ალაზნის ველის მევენახეობის, მარცვლეული კულტურების, მებოსტნეობის ზონა მეცხოველეობის მნიშვნელოვანი როლით. (ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა მეხილეობაც).
2. გარე კახეთი - მდ. ივრის ზეგანის მეცხოველეობის, მევენახეობა-მეხილეობის ზონა - მზესუმზირის, მარცვლეული მეურნეობის, მებოსტნეობის მნიშვნელოვანი განვითარებით.
სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მევენახეობა-მეღვინეობა. კახეთის წილად მოდის საქართველოს ვენახების საერთო ფართობის და ყურძნის მოსავლის თითქმის 50%. აქ ყოველწლიურად იკრიფება 120-150 ათასი ტონა ყურძენი. გავრცელებულია ისეთი უნიკალური ჯიშები, როგორიცაა რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, საფერავი და სხვა.
განვითარებული დარგია ასევე მარცვლოვანი კულტურების წარმოება, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი საშემოდგომო ხორბალს და ქერს უკავია. ასევე მნიშვნელოვან კულტურას წარმოადგენს სიმინდი. მათი საშუალო წლიური მოსავლიანობა 120-160 ათას ტონას შეადგენს. მზესუმზირის ნათესების დიდი ნაწილი დ/წყაროს რაიონზე მოდის, რასაც მოყვება სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის რაიონები.
კახეთში კარგად არის განვითარებული მეხილეობა. იგი ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კულტურებით, როგორიცაა ატამი, ქლიავი, მარწყვი და სხვა. ადგილობრივი იაფი სანედლეულო ბაზა შესაძლებელს ხდის შეიქმნას ხილის გადამამუშავებელი (საკონსერვო) საწარმოები.
კახეთისათვის ტრადიციულად მნიშვნელოვან დარგად ითვლებოდა და ითვლება მეცხოველეობა, რასაც ხელს უწყობს, როგორც საზაფხულო, ისე საზამთრო საძოვრების დიდი ფართობები. განსაკუთრებულად გამოიყოფა ახმეტის, დ/წყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის რაიონები, სადაც პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება რძის, რძის პროდუქტების და ხორცის წარმოება-გადამუშავება.

კახეთის ტურისტულ–რეკრეაციული პოტენციალი

ზოგადი ცნობები კახეთის შესახებ მდებარეობს _ საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება _ ჩრდილოეთიდან რუსეთი (ჩაჩნეთი და დაღესტანი) სამხრეთ–აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი სამხრეთიდან _ ქვემო ქართლი დასავლეთიდან – მცხეთა–მთიანეთი ფართობი _ 12,2 ათასი კვ.კმ. (საქართველოს 17,5% ადმინისტრაციული ცენტრი _ თელავი ქალაქები – თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, წნორი, ყვარელი დაბა _1 (მირზაანი) სოფელი _ 278
       რელიეფი და კლიმატი * უმაღლესი მწვერველი კახეთის კავკასიონზე _ ტებულოსმთა ზ.დ. 4495 მ ყველაზე დაბალი ადგილი _ ელდარის ველზე ზ.დ. 91,8 მ. ზომიერად მშრალი სუბტროპიკული ჰავა ივლისის საშუალო ტემპერატურა _ +23+25გრადუსი ნალექები_ ალაზნის ველზე _700–1000მმ. ივრის ზეგანზე _ 300–400მმ. კახეთის კავკასიონზე _ 1000მმ.

საქართველოს მევენახეობა და მეღვინეობა

მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაგებში.
საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში, რასაც ადასტურებს, გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჟიშების მრავალფეროვნება, აგრეთვე ამპელოგრაფიული, პალეობოტანიკური, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფილოლოგიური, ლინგვისტიკური და სხვა მეცნიერული გამოკვლევები, როგორც ქართველი ისე უცხოელი მკვლევარებისა.

ღვინო კახეთში

კახეთი აგრეთვე გამოირჩევა ღვინით  იწარმოება მაღალი ხარისხის ევროპული ღვინოები. იმისთვის რომ შენარჩუნდეს ღვინის იდეალური გემო, არომატი და უნიკალური სამკურნალო თვისებები ღვინის კომპანიები აწარმოებენ ღვინოს მაღალი ხარისხის თანამედროვე დანადგარებით.
ხარისხის კონტროლის მკაცრი სისტემა, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, განახლებული საწარმოო დანადგარები როგორიცაა CMA, VELO, DELLA TOFFOLA, ხდის ღვინოს უფრო ნაზს და უნარჩუნებს მას საგემოვნო თვისებებსა და არომატს.
დღესდღეისობით ღვინის კომპანიები წარმატებით იყენებენ ღვინის დაწურვის და შენახვის
როგორც ტრადიციულ ქართულ ასევე თანამედროვე ევროპულ მეთოდს.
ქართულ ღვინოში დაბანდებული საერთაშორისო ინვესტიციების რაოდენობა განუხრელად იზრდება და გლობალური ინდუსტრია საბოლოოდ აღიარებს, რომ საქართველოს გააჩნია ღვინის წარმოების შეუდარებელი ტრადიცია, რომელსაც გაცილებით უფრო ადრე ჩაეყარა საფუძველი ვიდრე ევროპაში მეღვინეობას.