Saturday, April 28, 2012

ლოპოტას ტბა

ლოპოტას ტბა წარმოადგენ კახეთში ერთ-ერთი დასასვენებელ კურულტს კახეთში, თელავის რაიონში, დაბა ნაფარეულთან, ლოპოტას ხეობაში, გაშენებულია დასასვენებელი კომპლექსი ”ლოპოტა”.
მთაში დასვენების მოყვარულთათვის ეს იდეალური ადგილია. ულამაზესი ბუნება, ტბა, კომფორტი და სიმშვიდე გახლავთ ლოპოტას ძირითადი ღირსებები.

დასასვენებელი კომპლექსი 2008 წლის სექტემბერში გაიხსნა, ხოლო 2009 წლის აგვისტოში აქაურობას ესტუმრა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და აკურთხა ლოპოტას ტბა, რომელიც ახლა პატრიარქის ტბა გახლავთ.

იქ შესაძლებელია სუფთა ჰაერზე ნავით გასეირნება, თევზაობა, სასტუმროდან ცხენით გასეირნება და კავკასიონამდე მისვლა.
დაცული ტერიტორია კილომეტრებს ითვლის, მთლიანად დასასვენებელ კომპლექსში არის სიმშვიდე და სრული კომფორტი.

სასტუმრო არის მხოლოდ 16 სტუმარზე გათვლილი, 7 კეთილმოწყობილი ნომერი, ინტერიერი და მომსახურება იმისთვისაა, რომ იქ ჩასულმა საქმით გადაღლილმა ადამიანმა დასვენებითა და რელაქსაციით ისიამოვნოს.

სასტუმროს რესტორანში პროფესიონალი მზარეულები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებიან, ასევე შესაძლებელია სტუმარმა თავად მოიმზადოს მისთვის საყვარელი კერძი. იქვეა ბარიც.

ყველა სტუმარს შეუძლია, ლოპოტას კუთვნილ მარანში შევიდეს და ადგილობრივი ღვინოებიც დააგემოვნოს. ორ პერსონას პარასკევ საღამოდან ორშაბათ დილამდე ამ ზღაპრულ ადგილას დასვენება სამჯერადი კვებით მხოლოდ 595 ლარი დაუჯდება.

საცხენოსნო ტური და თევზაობა 100 ლარამდე ღირს. ლოპოტა არის ადგილი, სადაც შესაძლებელია დასვენება და მაქსიმალური სიამოვნების მიღება.

მალე ლოპოტაში საზაფხულო პლაჟიც გაიხსნებ

კლიმატი

ამინდის ფორმირებას ძირითადად განაპირობებს სუბ­ტრო­პი­კულ და ზომიერ განედებში განვითარებული, მაღალმთიანი სისტემების ზე­გავ­ლე­ნით გარდაქმნილი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გადმონაცვლებული ჰა­ე­რის მასები. მდ. ალაზნის ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გახსნილობისა და დანარჩენი მხარეებიდან მთებით ჩაკეტილობის გამო, აქ გაბატონებულია ხე­ო­ბის გასწვრივ _ ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი მი­მარ­თუ­ლების ჰაერის მასები. ხეობის თავისებური ჩაკეტილობის შედეგად, აქ ქარის სიჩ­ქარე დიდი არ არის.
დასახელებული პროცესების ზეგავლენით ტერიტორია ხა­სი­ა­თ­­­დება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცი­­ვი ზამ­თრით.
მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2050 საათს აღწევს. მზის ჯამო­ბ­რი­ვი რადიაცია მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს უფრო ნაკლებია, ვიდრე მარჯვნივ. ჯამური რადიაციის წლი­ური მნიშვნელობა 120 კკალ/სმ2, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 97 კკალ/სმ2 შეად­გენს. პირდაპირი რადიაციის ჯამი 51 კკალ/სმ2, ხოლო გაბნეული – 46 კკალ/სმ2.
საშუალო წლიური ღრუბლიანობა 50-55%-ია. ყურძნის მარცვლების ფორმირებისა და სიმწიფის პერიოდებში ცის თაღის ღრუბლებით დაფარულობა დიდი არ არის (18-20 დღე), ხოლო მოწმენდილი დღეების რაოდენობა ზომიერია (15-16 დღე).
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,50-ს უდრის. უცივესი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +1,00-ია. უთბი­ლესი თვეების – ივლისისა და აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,60 აღწევს. ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა უთბილეს თვეებში 8,5 – 9,50, ხოლო სექტემბერში 80-ზე მაღალი არ არის. წლიური ამპლიტუდა კი 230 აღწევს.
ჰაერის წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო _ 110ჩ, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი – 230 აღწევს. 10 წელიწადში ერთჯერ მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა -160-მდე დაეცეს.
აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 350-ია, ხოლო აბსოლუტური მაქ­სი­მუ­მი  380. აქ ვაზის  ზრდა-განვითარებისათვის საზიანო მა­ღა­ლი (> 380) ტემპერატურა მცირე ალბათობით 5 %  წლებს არ აღემატება.

ზოგადად კახეთზე

კახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4° ც, ხოლო ზაფხულში+23…+25° ც-ია.

კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნო, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა - 4493 მ. თუშეთის საშუალო სიმაღლე – 1880 მ.

კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას.

კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი...

თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.

საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში. ღვინის დაგემოვნება  შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველ ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო დააგემოვნოს და ასევე გასინჯოს ქართული სამზარეულოს კერძები (ხშირად ხალხური სიმღერების ფონზე).კახეთში  ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი.

კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ  საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს.

კახეთის რელიეფი და  საინტერესო ხეობები, კარგი ფაქტორია  ჯიპ ტურების  განსახორციელებლად.

ყვარლის მოსახლეობა

 2002 წლის აღწერის მიხედვით ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მუდმივი რიცხოვნობა შეადგენს 40,080 კაცს. განსახლების ძირითადი ზონაა ზღვის დონოდან 200-600 მეტრის ზონა. მთელი მოსახლეობიდან სოფელში ცხოვრობს მოსახლეობის 76 %, ხოლო ქალაქში დარჩენილი 24 პროცენტი. მოსახლეობის ეთნიკური უმრავლესობა, 90 % ქაღტველები არიან, აქვე ცხოვრობენ ავარიელები (ლეკები) _ 5 %, ოსები _ 1,3 %, ასევე რუსები, სომხები, ქურთები და სხვ. მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კმ-ზე შეადგენს 40 კაცს.

მუზეუმები:

ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიული მუზეუმი,
თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი,
გ. ლეონიძის სახლ-მუზეუმი,
ვ. სარაჯიშვილის,
ვ. გოძიაშვილის,
ილო მოსაშვილის,
ი. ევდოშვილის,
ს. მირიანაშვილის,
ს. შანშიაშვილის,
ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმები,
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი,
ი. ჭავჭავაძის მუზეუმი,
მარჯანიშვილის მუზეუმი,
ახმეტის,
გურჯაანის,
დედოფლისწყაროს,
საგარეჯოს და გავაზის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები

დაცული ტერიტორიები:

 
ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
თუშეთის ეროვნული პარკი;
ილტოს აღკვეთილი; ყორუღის აღკვეთილი;
ლაგოდეხის აღკვეთილი;
ივრის აღკვეთილი;
ჭაჭუნის აღკვეთილი


მოსახლეობა

ამჟამად კახეთში 407 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9%). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 33 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველი  მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.
კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები რუსები და სომხები

ღირშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
  • ალავერდის ეკლესია
  • იყალთოს მონასტერი
  • დავით გარეჯის მონასტერი
  • გრემის ეკლესია
  • ნეკრესის ეკლესია
  • წინანდალი ალ. ჭავჭავაძე სახლ–მუზეუმი

ეკონომიკა

კახეთის მხარე სასოფლო–სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ–სა და საფრანგეთის ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში ნავთობის გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (დავით გარეჯის კომპლექსი, ალავერდი, იყალთო და სხვა).

ადგილობრივი მმართველობა

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია — 1, რაიონის გამგეობა — 8, სოფლის საკრებულო — 110. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1993 წლის დეკემბერში, დღემდე მუშაობდნენ:

კახეთის ტრადიციები

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში  ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.

ყვარლის მდებარეობა

ყვარელი — ქალაქი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1964 წელს. მოსახლეობა 9 ათასი2002 მონაცემებით. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები. ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

Wednesday, April 25, 2012

კახეთის მდებარეობა

კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი , ქიზიყის (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნითკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარე (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთის  და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელთის . IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა დათუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთის და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.

კახეთის ტურისტური განვითარება

მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია კახეთის შესახებ და მისი ტურისტური გავოთარებაზე. მაქსიმალურად შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია კახეთის შესახებ. ამ თემაში მოვიხსენიებ სხვადასხვა რაიონებს, სოფლებს, ქალაქებს, კულტურული ცეგლები და სხვა.
     ასევე ვისაუბრებ ადათწესებზე და მნიშვნელოვანი ადგილებზე